გერმანიაში პირველი ტრანსფერი განხორციელდა
გერმანიაში პირველი ტრანსფერი განხორციელდა

ლევერკუზენის ბაიერმა თავისი ოფიციალური ვებგვერდის საშუალებით ჰოფენჰაიმიდან ნახევარმცველ ქერემ დემირბაის შეძენის შესახებ გამოაცხადა.

25 წლის ფეხბურთელთან ხუთწლიანი კონტრაქტი გაფორმდა – 2024 წლის ზაფხულამდე. ახალ გუნდში ნახევარმცველი 26 ნომრით ითამაშებს.

უფრო ადრე წერდნენ, რომ დემირბაის შეძენით დაინტერესებული იყო ლონდონის არსენალი. ის გერმანელს აარონ რემზის შემცვლელად განიხილავდა.

დემირბაი ჰოფენჰაიმში 2016 წელს ჰამბურგიდან გადავიდა. ამ სეზონში ნახევარმცველმა 24 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში, ოთხი გოლი გაიტანა და რვა შედეგიანი პასი შეასრულა.