გერმანიაში ორი ავიაგამანადგურებლის შეჯახების შედეგად ერთი მფრინავი დაიღუპა
გერმანიაში ორი ავიაგამანადგურებლის შეჯახების შედეგად ერთი მფრინავი დაიღუპა

გერმანიაში ორი ავიაგამანადგურებლის შეჯახების შედეგად ერთი მფრინავი დაიღუპა. ინციდენტი მეკლენბურგ-წინა პომერანიის მიწაზე სასწავლო ფრენის დროს მოხდა.

გერმანიის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებით, სამხედრო თვითმფრინავების, „ევროფაიტერების“ შეჯახების შედეგად, ორივე მფრინავმა კატაპულტირება შეძლო. სამძებრო-სამაშველო სამუშაოების დროს ერთ-ერთი მფრინავი გარდაცვლილი იპოვეს.