გერმანიაში მეორე გუნდმა განაახლა ვარჯიშები

08:28, 03.04.2020

გელზენკირხენის „შალკემ“ განაახლა ვარჯიშები, რომლის დროსაც დაცული იყო სოციალური დისტანცირების წესები. როგორც გაზეთი „ბილდი“ აღნიშნავს, ფეხბურთელები ერთმანეთისგან 1.5 მეტრის დაშორებით იმყოფებოდნენ.

გუნდი საკუთარ ბაზაზე შეიკრიბა. ფეხბურთელები ორ-ორად იყვნენ დაყოფილნი და თითოეული იცავდა დიატანციას.

„შალკე“ ბუნდესლიგის მეორე გუნდია, რომელმაც ამგვარ სტილში განაახლა ვარჯიშები. პირველი კარანტინიდან „დორტმუნდი“ გამოვიდა.

ოფიციალურად, ბუნდელიგის გათამაშება შეჩერებულია 30 აპრილამდე.

მსგავსი