გერმანიაში მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა
გერმანიის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მატარებლის რელსებიდან გადასვლის შედეგად, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, ხოლო რამდენიმე სერიოზულად დაშავდა.
როგორც მედია „დოიჩე ბანზე“ დაყრდნობით წერს, მატარებელი შტუტგარტთან ახლოს, რიდლინგენში „უცნობი მიზეზების“ გამო გადავიდა რელსებიდან. შემთხვევის დროს მატარებელში დაახლოებით 100 ადამიანი იმყოფებოდა.
გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა თანაგრძნობა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.