გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 22 461 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 178 ადამიანი გარდაიცვალა.
ინფორმაციას „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში გამოვლენილია ინფიცირების 775 556 შემთხვევა, მათ შორის 12 378 ადამიანი გარდაიცვალა.
ქვეყანაში 13 ნოემბერს „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რიცხვი რეკორდულად, 23 542-ით გაიზარდა.