გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა
გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა გამოვლინდა

გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირების კიდევ სამი შემთხვევა გამოავლინეს. სამივე პაციენტი ბავარიიდან არის. როგორც გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, სამივე პაციენტი ერთ კომპანიაში – „ვებასტოში“ მუშაობს.

როგორც გერმანიის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, ვირუსი აღნიშნული კომპანიის ერთ-ერთმა თანამშრომელმა გაავრცელა, რომელიც თავის მხრივ, კორონავირუსით ჩინეთის მოქალაქისგან დაინფიცირდა. ამჟამად, სამი ინფიცირებული მიუნხენის კლინიკაში მკურნალობს.

როგორც ბავარიის რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროში განაცხადეს, მათთან ახლო კონტაქტში მყოფ კიდევ 40 პირზე, რომლებიც ვირუსით ინფიცირების რისკის ქვეშ არიან, ინტენსიური მონიტორინგი მიმდინარეობს.

გერმანიაში ახალი ტიპის კორონავირუსის პირველი შემთხვევაც ბავარიაში გამოვლინდა.

ახალი ტიპის კორონავირუსით დაავადების შემთხვევები ჩინეთის გარდა უკვე გამოავლინეს მსოფლიოს 14 ქვეყანაში.