გერმანიაში კორონავირუსის 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 56 ადამიანი
გერმანიაში კორონავირუსის 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 56 ადამიანი

გერმანიაში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის 808 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ვირუსით 56 ადამიანი გარდაიცვალა. ინფორმაციას „დოიჩე ველე“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში „კოვიდ-19“-ის სამ მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 90 875 ადამიანი.