გერმანიაში კორონავირუსის 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა
გერმანიაში კორონავირუსის 738 ახალი შემთხვევა დადასტურდა

გერმანიაში კორონავირუსის კიდევ 738 შემთხვევა დადასტურდა. ინფიცირებულთა რაოდენობა ქვეყანაში სულ 181 196-ს შეადგენს. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.

განახლებული მონაცემებით, გერმანიაში „კოვიდ-19“-ით გარდაცვლილთა რიცხვი ბოლო 24 საათის განმავლობაში 39-ით გაიზარდა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გარდაცვალების სულ 8 489 შემთხვევა არის დაფიქსირებული.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ისგან 164 245 ადამიანი გამოჯანმრთელდა.