გერმანიაში კორონავირუსის 455 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 77 ადამიანი
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 455-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 77 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 722 000-ზე მეტი შემთხვევა. ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი 90 472 შეადგინა.