გერმანიაში კორონავირუსის 440 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

09:44, 06.07.2021

ბოლო 24 საათში, გერმანიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 440-ით გაიზარდა. შესაბამის მონაცემებს სააგენტო „როიტერი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით 31 ადამიანი გარდაიცვალა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში აღრიცხულია „კოვიდ-19“-ის 3 731 000-ზე მეტი შემთხვევა.

ვირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობამ კი, 91 062 შეადგინა.

მსგავსი