გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 2 089 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაცვლილთა რიცხვი კი, ერთით გაიზარდა.
აღნიშნულ ინფორმაციას „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტზე დაყრდნობით ავრცელებს.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 288 000-ზე მეტი შემთხვევა არის გამოვლენილი, ხოლო გარდაცვლილთა რიცხვი 9 400-ს აჭარბებს.