გერმანიაში კორონავირუსის 14 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 321 ინფიცირებული

09:52, 11.03.2021

გერმანიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 14 356 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ვირუსით 321 ინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა.

შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში ინფიცირების ჯამში 2 532 947 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის, პანდემიამ 72 810 პაციენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. გერმანია ვირუსის გავრცელების კუთხით მსოფლიო ქვეყნების ათეულშია.

მსგავსი