გერმანიაში ღვეზელების ფესტივალზე 14 ადამიანი დაშავდა
გერმანიაში ღვეზელების ფესტივალზე 14 ადამიანი დაშავდა

14 ადამიანი დაშავდა გერმანიაში, ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიაში ღია ცის ქვეშ გამართულ ღვეზელების ფესტივალზე.

გერმანული მედიის ინფორმაციით, ინციდენტი აალებამ გამოიწვია, რაც სავარაუდოდ მდუღარე ზეთში წვიმის წვეთების დაცემის შედეგია.

14 დაშავებულიდან ექვსის მდგომაროება კრიტიკულად მძიმეა. ისინი კელნის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.