გერმანიაში გასართობი პარკი ძლიერმა ხანძარმა გაანადგურა

00:34, 27.05.2018

გერმანიის უდიდეს გასართობ ევროპა პარკში მასშტაბური ხანძარი გაჩნდა. ცეცხლი რამდენიმე ატრაქციონს მოედო და მთლიანად გაანადგურა.

წინასწარი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ინციდენტი ადგილობრივი დროით 18:20 საათზე მოხდა, იმ დროს, როდესაც პარკში 25 ათასამდე ვიზიტორი იმყოფებოდა.

უსაფრთხოების მიზნით, ვიზიტორები ტერიტორიიდან გაიყვანეს. ხანძრის წარმოშობის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

მსგავსი