გერმანიაში დიდთოვლობამ სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა შეაფერხა
გერმანიაში დიდთოვლობამ სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა შეაფერხა

დიდთოვლობამ გერმანიის ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალური ნაწილების პარალიზება გამოიწვია. გერმანული მედიის ინფორმაციით, სტიქიამ სარკინიგზო და საავტომობილო მიმოსვლა შეაფერხა.

გერმანელი სინოპტიკოსები მომავალ კვირებში ტემპერატურის ვარდნას პროგნოზირებენ.

უამინდობის შედეგად რამდენიმე ათეული ადამიანია დაშავებული. საავტომობილო გზებზე ასეულობით შემთხვევის შესახებ ვრცელდება ინფორმაცია. გერმანიის რამდენიმე ფედერალურ მიწაზე ქარის სიჩქარემ საათში 80 კილომეტრს მიაღწია.

დიდთოვლობის გამო გერმანიამ ნიდერლანდებთან სარკინიგზო მიმოსვლა შეწყვიტა. მგზავრების თქმით, ბერლინიდან და ჰამბურგიდან გამოსვლა განსაკუთრებით გართულდა.