გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ერთი ადამიანი

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის 927 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში სულ 260 355 ადამიანი დაინფიცირდა. ინფორმაციას „გარდიანი“ რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში „კოვიდ-19“-ით ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ლეტალური შემთხვევების რიცხვი 9 350-ს აღწევს.