გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 23 542 ადამიანს დაუდასტურდა
გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსი 23 542 ადამიანს დაუდასტურდა

გერმანიაში „კოვიდ-19“-ის ახალი შემთხვევების რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. ქვეყნის მასშტაბით ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსი 23 542 ადამიანს დაუდასტურდა.

გერმანიაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში ლეტალური შემთხვევების რიცხვი 218-ით გაიზარდა და 12 200-ს აღწევს.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, ქვეყანაში პანდემიის დაწყებიდან დღემდე გამოვლენილია ინფიცირების 762 832 შემთხვევა.