გერმანიაში ბავშვმა, რომელსაც თოვლის ბაბუის საჩუქრები არ მოეწონა, პოლიცია გამოიძახა
გერმანიაში ბავშვმა, რომელსაც თოვლის ბაბუის საჩუქრები არ მოეწონა, პოლიცია გამოიძახა

გერმანიაში 9 წლის ბიჭმა იმის გამო, რომ თოვლის ბაბუის მიტანილი საჩუქრები არ მოეწონა, პოლიცია გამოიძახა.

პოლიციელების ინფორმაციით, ადგილზე მისულ ოფიცრებს „ძალიან გაბრაზებული“ ბიჭი დახვდათ, რომელმაც თქვა, რომ საშობაოდ ის საჩუქრები არ მიიღო, რაც თოვლის ბაბუისთვის გაგზავნილ წერილში ჰქონდა მითითებული.

სამართალდამცველებმა წერილში ჩამოთვლილი სურვილები და მიტანილი საჩუქრები გულდასმით შეამოწმეს და ბიჭს უთხრეს, რომ თოვლის ბაბუას ხანდაზმულობის გამო, საჩუქრები აერია.

დატოვე კომენტარი