გერმანიაში ატრაქციონზე ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა
გერმანიაში ატრაქციონზე ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა

გერმანიაში ატრაქციონზე ავარიის შედეგად 30 ადამიანი დაშავდა. ერთ-ერთი დაზარალებულის მდგომარეობა მძიმეა.

„ბიბისის“ ცნობით, ინციდენტი ბავარიის ქალაქ გიუნცბურგში მდებარე ლეგოლენდის გასართობ პარკში მოხდა. ერთმანეთს ატრაქციონზე მოძრავი ორი მატარებელი შეეჯახა.

ადგილზე მობილიზებულები იყვნენ მეხანძრეები და სამი ვერტმფრენი, რომელთა დახმარებითაც ატრაქციონიდან მოქალაქეების ევაკუაცია მოხდა. მომხდარის მიზეზი ჯერ უცნობია.

„ბიბისის“ ინფორმაციით, ატრაქციონი ძირითადად რვა წლიდან და ზემოთ ასაკის პირებისთვისა განკუთვნილი. ექვს წლამდე ბავშვები მხოლოდ თანმხლებ პირთან ერთად დაიშვებიან. მატარებლების სიჩქარე 29 კმ/სთ-ს აღწევს.