გერმანიამ ევროკავშირის საბჭოს საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის შეცვლა შესთავაზა
გერმანიამ ევროკავშირის საბჭოს საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის შეცვლა შესთავაზა

გერმანიამ ევროკავშირის საბჭოს საგარეო პოლიტიკის საკითხებში გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის შეცვლა შესთავაზა. ამის შესახებ ინფორმაციას EURACTIV-ი ავრცელებს.

გერმანიის ინიციატივის თანახმად, საგარეო პოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება კვალიფიციური უმრავლესობის მხარდაჭერით უნდა ხდებოდეს.

EURACTIV-ის ცნობით, დღესდღეობით ევროკავშირი გადაწყვეტილებებს სრული თანხმობის პრინციპით იღებს.

„სხვადასხვა სფეროში, კერძოდ კი საერთაშორისო პოლიტიკაში, რომელიც ჩემს ინტერესებში შედის, ჩვენ მეტი უნდა ვიმუშაოთ უმრავლესობის საფუძველზე“, – განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბრიუსელში სტუმრობისას.

ჰეიკო მაასის თქმით, ეს აუცილებელია, რომ ევროკავშირმა საგარეო პოლიტიკის საკითხებში საერთო პოზიციით ისაუბროს.