გერმანიამ ავღანეთიდან საკუთარი ჯარისკაცების გაყვანა დაასრულა
გერმანიამ ავღანეთიდან საკუთარი ჯარისკაცების გაყვანა დაასრულა

გერმანიამ ავღანეთიდან საკუთარი ჯარისკაცების გაყვანა დაასრულა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

„თითქმის 20 წლის შემდეგ, ჩვენმა სამხედროებმა ავღანეთი დატოვეს და სახლში ბრუნდებიან. ეს ისტორიული თავის, ინტენსიური მისიის დასასრულია, რომელმაც ბუნდესვერი გამოსცადა და რომელშიც ბუნდესვერმა თავი საბრძოლო მოქმედებებში გამოიჩინა“, – განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ანეგრეტ კრამპ-კარენბაუერმა.

გერმანიას ავღანეთში, აშშ-ის შემდეგ, სიდიდით მეორე სამხედრო კონტიგენტი ჰყავდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ავღანეთში 150 000 გერმანელი სამხედრო მსახურობდა. ამ წლების განმავლობაში თავდასხმების შედეგად ავღანეთში 59 გერმანელი სამხედრო დაიღუპა.

აპრილის შუა რიცხვებში ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ნატო-მ განაცხადეს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანას იწყებდნენ. ეს პროცესი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა პირველ მაისს დაიწყო.