გერმანია საუდის არაბეთის 18 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს
გერმანია საუდის არაბეთის 18 მოქალაქეს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს

გერმანია საუდის არაბეთის 18 მოქალაქეს, რომლებიც ჟურნალისტ ჯამალ ხაშოგის მკვლელობასთან არიან დაკავშირებული, ქვეყანაში შესვლას უკრძალავს.

როგორც გამოცემა Die Welt-ი წერს, ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰაიკო მაასმა განაცხადა. მინისტრის თქმით, გერმანიის ფედერალურმა მთავრობამ თავისი გადაწყვეტილება საფრანგეთთან და დიდ ბრიტანეთთან შეათანხმა.

მაასის თქმით, ამგვარად გერმანია მკვლელობის გამოძიების შედეგებს პასუხობს.

მანამდე, აშშ-მა ხაშოგის მკვლელობასთან დაკავშირებით, საუდის არაბეთის 17 მოქალაქეს პერსონალური სანქციები დაუწესა.

ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი სტამბოლში საუდის არაბეთის საკონსულოში 2 ოქტომბერს მოკლეს.