გერმანია – საქართველო 79:70

00:42, 25.11.2017

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრაში გერმანიასთან 9 ქულიანი სხვაობით დამარცხდა.

გადამწყვეტი აღმოჩნდა მეოთხე მეოთხედი, რომელიც მასპინძლებმა 19:9 მოიგეს.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე რობინ ბენცინგი გახდა, რომელმაც 25 ქულის მოგროვება შეძლო.

საქართველოს ნაკრებიდან საუკეთესო მაიკლ დიქსონი იყო, რომელმაც 23 ქულა, 4 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

საქართველოს ნაკრები შემდეგ შეხვედრას, სერბეთის წინააღმდეგ, 27 ნოემბერს ჩაატარებს.

მსგავსი