გერმანია პენალტებით საფრანგეთს დაეწია - ზუსტი პასებით რეკორდი ესპანეთმა დაამყარა #1TVSPORT
გერმანია პენალტებით საფრანგეთს დაეწია - ზუსტი პასებით რეკორდი ესპანეთმა დაამყარა #1TVSPORT

მსოფლიო ჩემპიონატზე პირველ ტაიმში ზუსტი პასების რაოდენობით რეკორდი ორჯერ დამყარდა, – ინფორმაციას ცნობილი ანალიტიკური კომპანია Opta აქვეყნებს.

23 ნოემბერს დოჰაში, 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის მატჩში იაპონიასთან გერმანიის ნაკრებმა რეკორდი დაამყარა. ბუნდესნაკრების ფეხბურთელებმა პირველ ტაიმში სულ 422 ზუსტი პასი გააკეთეს. მაგრამ საღამოს ესპანეთმა ეს რეკორდი კოსტა რიკასთან გააუმჯობესა — ლუის ენრიკეს მოთამაშეებმა 548 ზუსტი პასი გააკეთეს.

Opta-ს ცნობით, ეს რეკორდული მაჩვენებელია მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების პირველ ტაიმებში იმ მომენტიდან, როდესაც ასეთი სტატისტიკა გამოითვლება — 1966 წლიდან.

ამავე დროს, გერმანია მსოფლიო ჩემპიონატზე მოპოვებული პენალტების რაოდენობით საფრანგეთს დაეწია. ამ ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის 1-ლი ტურის მატჩში იაპონიასთან პირველ ტაიმში პენალტი მოიპოვა, რომელიც გიუნდოგანმა გამოიყენა.

ამის შემდეგ გერმანიის ნაკრებს 14 პენალტი დაუგროვდა  და მსოფლიო ჩემპიონატებზე მოპოვებული თერთმეტმეტრიანების რაოდენობით საფრანგეთთან ერთად მეორე ადგილზეა. სიას 17 პენალტით ესპანეთი ლიდერობს.