გერმანია ოქროს მედლების მარაგს ზრდის [ვიდეო]

15:04, 12.02.2018

დასრულდა ტურნირი ბიატლონში ქალთა შორის 10 კილომეტრ დისტანციაზე, რომელშიც გამარჯვება გერმანელმა სპორტსმენმა ლაურა დალმაიერმა მოიპოვა. ეს გერმანელთა მეოთხე ოქროს მედალია პიონჩანგის ზამთრის ოლიმპიადაზე. რაც შეეხება ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლების მფლობელებს, პირველი სლოვაკმა ანასტასია კუზმინამ დაისაკუთრა, მეორე კი ფრანგმა ანაის ბესკონმა.

ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)

ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე

 

მსგავსი