გერმანია და საფრანგეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას გაუზრდიან
გერმანია და საფრანგეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას გაუზრდიან

გერმანია და საფრანგეთი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსებას გაუზრდიან. ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს. გავრცელებული ვერსიით, გერმანია მზად არის, წელს ორგანიზაციის ბიუჯეტში 500 მილიონი ევრო გადაიხადოს, საფრანგეთი კი 140 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს.

გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობებში აცხადებენ, რომ ამ ინიციატივას არაფერი აქვს საერთო დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებასთან, რომელმაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას დაფინანსება შეუწყვიტა. ორივე მთავრობის წარმომადგენლების განცხადებით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პანდემიასთან და სხვა დაავადებებთან ბრძოლაში.

„გერმანია რჩება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ძლიერ მხარდამჭერად და მეგობრად“, – განაცხადა გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა, იენს სფენმა.