გერმანია - ბუნდესლიგა | მეშვიდე ტური ციფრებში
გერმანია - ბუნდესლიგა | მეშვიდე ტური ციფრებში

დორტმუნდი-აუგსბურგი 4:3
გოლები: 0:1 ფინბოგასონი (22), 1:1 პაკო ალკასერი (62), 1:2 მაქსი (71), 2:2 პაკო ალკასერი (80), 3:2 მ. გიოტცე (84), 3:3 გრეგორიტში (87), 4:3 პაკო ალკასერი (90+6)
– სანჩოს ექვსი შედეგიანი პასი დაუგროვდა ბუნდესლიგაში.
– პაკო ალკასერმა ექვსივე გოლი შეცვლაზე შესვლის შემდეგ გაიტანა.
– მარიო გიოტცე პროფესიულ დონეზე პირველად დაუპირისპირდა თავის ძმას ფელიქს გიოტცეს.
– ბიურკიმ მე-100 მატჩი ჩაატარა ბუნდესლიგაში.

ბაიერნი-გლადბახი 0:3
გოლები: 0:1 პლეა (10), 0:2 შტინდლი (16), 0:3 ჰერმანი (88)
– რობენმა „ბაიერნში“ მე-300 ოფიციალური მატჩი ჩაატარა .
– პლეამ გოლი ზედიზედ მეოთხე მატჩში გაიტანა.

ლაიპციგი-ნიურნბერგი 6:0
გოლები: 1:0 კამპლი (3), 2:0 პოულსენი (7), 3:0 ზაბიტცერი (21), 4:0 ვერნერი (32), 5:0 ზაბიტცერი (55), 6:0 ვერნერი (59)
– ვერნერმა ბუნდესლიგაში 50-ე გოლი გაიტანა.
– კამპლმა ბუნდესლიგაში მე-100 მატჩი ჩაატარა.
– „ლაიპციგმა“ თავის ისტორიაში ყველაზე დიდი ანგარიშით მოიგო.

ფორტუნა-შალკე 0:2
გოლები: 0:1 მაკენი (48), 0:2 ბურგშტალერი (53)
– „შალკემ“ ამ სეზონში ერთ მატჩში ორი გოლი პირველად გაიტანა.

ვერდერი-ვოლფსბურგი 2:0
გოლები: 1:0 კლაასენი (35), 2:0 ეგეშტაინი (86)
– პისარო გახდა მხოლოდ მეოთხე წინა ხაზის ფეხბურთელი, რომელმაც ბუნდესლიგაში 40 წლის ასაკში ითამაშა. მანამდე ეს შეძლეს: კლაუს ფიხტელმა, მანი ბურგსმიულერმა და მირკო ვოტავამ.
– „ვერდერი“ 16 მატჩია შინ არ აგებს.
– „ვერდერმა“ სეზონში პირველად არ გაუშვა ოფიციალურ მატჩში.

ჰანოვერი-შტუტგარტი 3:1
გოლები: 1:0 ვუდი (30), 2:0 ვუდი (45), 2:1 გომესი (50), 3:1 ბებუ (90)
– გომესმა 166-ე გოლი გაიტანა ბუნდესლიგში და ყველა დროის ბომბარდირების სიაში მე-11 ადგილზე მყოფ იოჰანეს ლიორს შეუერთდა.

მაინცი-ჰერტა 0:0

ფრაიბურგი-ლევერკუზენი 0:0

ჰოფენჰაიმი-აინტრახტი 1:2
გოლები: 0:1 რებიჩი (40), 0:2 იოვიჩი (4′), 1:2 ნელსონი (82)

დატოვე კომენტარი