გერმანია ამსტერდამში განადგურდა (ვიდეო)
გერმანია ამსტერდამში განადგურდა (ვიდეო)

ერთა ლიგის მორიგ მატჩში ჰოლანდიის ნაკრებმა ამსტერდამის „იოჰან კრუიფ არენაზე“ 3:0 გაანადგურა გერმანიის ნაკრები. გამარჯვებულთა რიგებში გოლები ვირგილ ვან დეიკმა (30), მემფის დეპაიმ (87) და ჯორჯინიო ვეინალდუმმა (90+3) გაიტანეს.

2007 წლის შემდეგ, როდესაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ჩეხეთთან 0-3 დამარცხდნენ, გერმანელებს ასეთი დიდი ანგარიშით არ წაუგიათ. გარდა ამისა, ზედიზედ მესამე მატჩია იოახიმ ლიოვის გუნდს გოლი არ გაუტანია და 1985 წლის შემდეგ პირველად წააგო ხუთჯერ ერთ კალენდარულ წელიწადში.

A ლიგის I ჯგუფში საფრანგეთი 4 ქულით ლიდერობს, 3 ქულა აქვს ჰოლანდიას და ერთი – გერმანიას.

გუნდებმა ასეთი შემადგენლობებით ითამაშეს:

ჰოლანდია: სილესენი, დიუმფრისი, დე ლიგტი, ვან დეიკი, ბლინდი, დე რონი, ვიინალდუმი, ფ. დე იონგი (აკე, 77), ბერგვაინი (დანჯუმა, 68), დეპაი, ბაბელი (პრომესი, 68).

გერმანია: ნოიერი, გინტერი, ბოატენგი, ჰუმელსი, ჰექტორი, მიულერი (სანე, 57), კიმიხი, ემრე ჩანი (დრაქსლერი, 57), კროოსი, ვერნერი, უტი (ბრანდტი, 68).