გერმანელის ჟესტი, რომელმაც 13 მაისს დინამოელები გააბრაზა - ამისთვის მატჩის შემდეგ ჰოპემ ბოდიში მოიხადა #1TVSPORT
გერმანელის ჟესტი, რომელმაც 13 მაისს დინამოელები გააბრაზა - ამისთვის მატჩის შემდეგ ჰოპემ ბოდიში მოიხადა #1TVSPORT

საქართველოს პირველი არხის გადაცემა „საფეხბურთო ტაიმაუტში“ თბილისის „დინამოს“ ყოფილმა პრეზიდენტმა (1988-1992) ოთარ წეროძემ 1981 წლის 13 მაისის ფინალში მომხდარი ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც გერმანელებმა თბილისის „დინამოს“ გაუტანეს და ანგარიში გახსნეს.

იენის „კარლ ცაისის“ მოთამაშემ ამ დროს ხელის მოძრაობით ისეთი ჟესტი აჩვენა, რაც ზოგადად მეტოქისთვის შეურაცხმყოფელია.

„გერმანელებმა გოლი რომ გაიტანეს, ისეთი უხამსი ჟესტით აღნიშნეს, მიუღებელი იყო. მე მგონია, რომ ჩვენს ბიჭებზე ამან იმოქმედა და ბიჭები კიდევ უფრო გააღიზიანა“, – გაიხსენა ოთარ წეროძემ.

ნოდარ ხიზანიშვილი: „სიმართლე გითხრათ, ჰოპეს აღარც ვუყურებდით, რადგან ცაიტნოტში ჩავარდით, ასეთი შეცდომის დაშვება არ შეიძლებოდა. ამისთვის დიდი ყურადღება არც მიმიქცევია. ჩვენ ჩვენი მიზანი გვქონდა“.

ვლადიმერ გუცაევის თქმით, მატჩის შემდეგ ჰოპემ ბოდიში მოიხადა: „შეგიძლია გოლი სხვადასხვანაირად აღნიშნო, მაგრამ ასეთი ჟესტის ჩვენება არა მარტო მეტოქის, საკუთარი თავსი უპატივცემულობა იყო. ფინალის შემდეგ დოპინგ-კონტროლზე გოლის გამტან ჰოპესთან ერთად გაგვიყვანეს, ერთმანეთს რომ გავუთამამდით, გოლის დროს გაკეთებულ ჟესტზე ვუთხარი, არასწორად მოიქეცი-მეთქი და სხვათა შორის, ბოდიში მოიხადა, ისეთ ემოციებში ვიყავი, არც ვიცი, რა გავაკეთეო“.

დატოვე კომენტარი