გერმანელი სამხედროები ავღანეთში კიდევ ერთი წლით დარჩებიან
გერმანელი სამხედროები ავღანეთში კიდევ ერთი წლით დარჩებიან

გერმანიის ბუნდესტაგის გადაწყვეტილებით, ავღანეთში გერმანელი სამხედროები მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში კიდევ ერთი წლით დარჩებიან. ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს.

ამჟამად ავღანეთში დაახლოებით 1200 გერმანელი სამხედრო მსახურობს.

გერმანელი სამხედროები ქვეყანაში 2020 წლის 31 მარტამდე დარჩებიან. ისინი ძირითადად, ავღანეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებს წვრთნიან.