გერმანელი მღვდელი - „2016 წელს შუმახერის წინ ვიჯექი. ის ისევ ძველი მიხაელია“
გერმანელი მღვდელი - „2016 წელს შუმახერის წინ ვიჯექი. ის ისევ ძველი მიხაელია“

გერმანელმა მღვდელმა გეორგ ჰენსვაინმა გაზეთ „ბილდს“ (Bild) 2016 წელს ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონ მიხაელ შუმახერთან შეხვედრის დეტალები უამბო.

„მე მის პირდაპირ ვიჯექი, მისი ხელი მეჭირა და თვალებში ვუყურებდი. ის იგივე შუმახერი იყო, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ, ოღონდ სახე ოდნავ ჰქონდა გასუქებული.
დარწმუნებული ვარ, ის გრძნობს, რომ მის გარშემო მოსიყვარულე ადამიანები არიან და რომ ოჯახი ზრუნავს მასზე. მადლობა ღმერთს, ისინი იგერიებენ ცნობისმოყვარე პუბლიკას. ადამიანს, რომელიც ავად არის, სჭირდება კეთილგონიერება და გაგება. რა თქმა უნდა, მე ვლოცულობ შუმახერზე და მის ოჯახზე“, – განაცხადა ჰენსვაინმა.

2013 წლის დეკემბერში შუმახერმა სამთო თხილამურებით სრიალისას თავის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ სარეაბილიტაციო კურსს გადის.