გერმანელი ჟურნალისტი - მიხაელ შუმახერი მძიმე მდგომარეობაშია, მას აღარ შეუძლია ვერბალურად საკუთარი აზრების გამოხატვა #1TVSPORT
გერმანელმა სპორტულმა ჟურნალისტმა, ფელიქს გორნერმა ლეგენდარული პილოტის, მიხაელ შუმახერის ჯანმრთელობის მიმდინარე მდგომარეობაზე ილაპარაკა.
„სიტუაცია ძალიან ნაღვლიანია. მას მუდმივი მოვლა და ზრუნვა სჭირდება. ის მთლიანად დამოკიდებულია თავის მომვლელებზე და მას აღარ შეუძლია ვერბალურად თავისი აზრების გამოხატვა. დღეს მიხაელის ნახვა 20 ადამიანს შეუძლია. ჩემი აზრით, ეს სწორი სტრატეგიაა, რადგან ოჯახი მიხაელის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ისინი ყოველთვის მკაცრად იცავდნენ მის პირად ცხოვრებას და ეს არ შეცვლილა“, – მოჰყავს გორნერის სიტყვები გაზეთ Daily Mail-ს.
56 წლის მიხაელ შუმახერი ფორმულა 1-ში მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონია. 2013 წელს მან თხილამურებით სრიალისას თავის ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო და მას შემდეგ პუბლიკის წინაშე არ გამოჩენილა.