გერი კეჰილს იმედი აქვს, რომ პრემიერ ლიგაში კიდევ ერთ სეზონს გააატარებს
გერი კეჰილს იმედი აქვს, რომ პრემიერ ლიგაში კიდევ ერთ სეზონს გააატარებს

გერი კეჰილის კონტრაქტი „ჩელსისთან“ ამ ზაფხულს იწურება, თუმცა ფეხბურთელი თვლის, რომ პრემიერ ლიგაში ჯერ კიდევ შეუძლია თამაში.

ინგლისელმა მცველმა ამ სეზონში მხოლოდ ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ევროპა ლიგის ფინალური მატჩის 90 წუთი კი სათადარიგოთა სკამზე გაატარა. მიუხედავად ამისა, 33 წლის მცველი, რომელმაც იანვარში „იუვენტუსის“, „მონაკოსა“ და „ფულჰემის“ შეთავაზებებზე თქვა უარი, თვლის, რომ მისი დრო პრემიერ ლიგაში ჯერ არ დასრულებულა.

„ახლა შვებულებაში წავალ რამდენიმე კვირით, შემდეგ კი დავბრუნდები და შევხედავ, რა ვარიანტები შეიძლება არსებობდეს ჩემთვის“, – ამბობს კეჰილი. – „მიმაჩნია, რომ ჯერ კიდევ შემიძლია ლიგაში თამაში, მაგრამ მაინც დაველოდები და მერე გადავწყვეტ“.

გერი კეჰილს მთელი თავისის აფეხბურთო კარიერა ინგლისში აქვს გატარებული. მისი პირველი გუნდი „ასტონ ვილა“ იყო, საიდანაც ჯერ „ბარნლიში“, შემდეგ კი „შეფილდ იუნაიტედში“ გაუშვეს იჯარით. 2008-2012 წლებში  „ბოლტონის“ ღირსება იცავდა, 2012 წლიდან კი „ჩელსის“ ფეხბურთელია. არისტოკრატების შემადგენლობაში ჩატარებულ 191 მატჩში კეჰილს 13 გოლი აქვს გატანილი.