გერჰარდ ბერგერი - შუმახერი და სენა არ არიან ყველა დროის საუკეთესო პილოტები
გერჰარდ ბერგერი - შუმახერი და სენა არ არიან ყველა დროის საუკეთესო პილოტები

ფორმულა 1-ის ყოფილმა პილოტმა, ავსტრიელმა გერჰარდ ბერგერმა უპასუხა კითხვას – ვინ მიაჩნია ყველა დროის უდიადეს პილოტად.

„ჩემთვის ასეთი ყოველთვის აირტონ სენა იყო. ის ახალგაზრდა დაიღუპა და ამის მიუხედავად, ბევრი რეკორდი ეკუთვნოდა. ის საუკეთესო პილოტია, ვინც ოდესმე მინახავს.

ვისურვებდი, მიხაელ შუმახერი დარჩენილიყო ისტორიაში ყველაზე წარმატებულ პილოტად. უბრალოდ იმიტომ, რომ ტრაგიკული ბედი ერგო. ყოველთვის, როცა ამაზე ფიქრობ, ტირილს იწყებ.

ჰემილტონი განსაკუთრებული მრბოლელია, მან ბევრჯერ დაამტკიცა, რომ იმსახურებს ამ ტიტულს. ეს არის ბრძოლა ორ დიად პილოტს შორის და ამ თემის განხილვა მრავალი წელი გაგრძელდება. ისინი ორივენი მწვერვალზე არიან, ვერ იტყვით – ვინ არის მათ შორის საუკეთესო. არავინ იცის, ვინ მოიგებდა შუმახერსა და ჰემილტონს შორის, ერთნაირი მანქანა რომ ჰყოლოდათ“, – განაცხადა ბერგერმა.

დატოვე კომენტარი