გეორგიოს კოსტისი - „თელავის“ მოთამაშეებმა ჩემი მოთხოვნები სწრაფად გაიგეს #1TVSPORT
გეორგიოს კოსტისი - „თელავის“ მოთამაშეებმა ჩემი მოთხოვნები სწრაფად გაიგეს #1TVSPORT

„თელავის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, ბერძენმა გეორგიოს კოსტისისმა კომენტარი გააკეთა სადებიუტო შეხვედრაზე, რომელშიც მისმა გაწვრთნილებმა „სამგურალი“ 2:1 დაამარცხეს.

„უპირველესად, მინდა, მადლობა გადავუხადო ჩვენს გულშემატკივრებს, ასევე ჩვენს ხელმძღვანელობას, რომლებმაც ნდობა გამომიცხადეს და გუნდში მომიყვანეს. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ.

თამაშს რაც შეეხება, ძალიან რთული შეხვედრა იყო, რადგან მხოლოდ 7 დღეა, რაც გუნდთან ერთად ვმუშაობ, მაგრამ გუნდის ხასიათით და ფეხბურთელების დამოკიდებულებით ძალიან ბედნიერი ვარ. „თელავის“ მოთამაშეებმა ჩემს საფეხბურთო ფილოსოფიას ძალიან სწრაფად აუღეს ალღო და მოედანზე გადაიტანეს.

ასევე წინა მწვრთნელზე მინდა ვთქვა. მან, მისმა სტაფმა, ფიზიკური მომზადებისა და მეკარეთა მწვრთნელებმა კარგი სამუშაო გასწიეს. გამარჯვებას ანალიტიკოსების გარეშე ვერ მოვახერხებდით. ასე რომ, მადლობა ყველას, ვინც ამ მოგებაში წვლილი შეიტანა.

რა თქმა უნდა, მოგება აღვნიშნეთ, თუმცა ჩვენ უკვე შემდეგი თამაშის მოგებისთვის მზადებას უნდა შევუდგეთ“, – განაცხადა „თელავის“ ახალმა მთავარმა მწვრთნელმა.