გეორგი სუდაკოვი „ბენფიკას“ ფეხბურთელი გახდა #1TVSPORT
22 წლის უკრაინელი ნახევარმცველი გეორგი სუდაკოვი კარიერას ლისაბონის „ბენფიკაში“ გააგრძელებს.
პორტუგალიურმა კლუბმა ფეხბურთელი „შახტარიდან“ ერთწლიანი იჯარით გადაიბირა, რომლის ღირებულებაც 6.75 მილიონ ევროს შეადგენს. ხელშეკრულების თანახმად, სეზონის დასრულების შემდეგ „ბენფიკა“ ვალდებული იქნება, სუდაკოვის კონტრაქტი სრულად გამოისყიდოს 20.25 მილიონად, გათვალისწინებულია ბონუსიც.
გასულ სეზონში ნახევარმცველმა უკრაინის პრემიერლიგაში 25 შეხვედრა ჩაატარა, 13 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა.
ფეხბურთელი „ბენფიკაში“ 10-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.