გეორგი მილანოვი - პირველ წუთებზე გოლი რომ გაგვეტანა, ქართველბთან უფრო თავდაჯერებულები ვითამაშებდით #1TVSPORT
გეორგი მილანოვი - პირველ წუთებზე გოლი რომ გაგვეტანა, ქართველბთან უფრო თავდაჯერებულები ვითამაშებდით #1TVSPORT

ბულგარეთის ნაკრებისა და ბუქარესტის „დინამოს“ ნახევარმცველმა, გეორგი მილანოვმა აღიარა, რომ საქართველოსა და ესპანეთთან 0:3 მარცხზე პასუხისმგებლობა მას და მის თანაგუნდელებს ეკისრებათ.

„პირველი 10-15 წუთი თანაბარი იყო, გვქონდა საგოლე მომენტები, მაგრამ ქართველები მეკარემ გადაარჩინა. ეს გოლი რომ გაგვეტანა, უფრო თავდაჯერებულები ვითამაშებდით. პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და არავისზე არ უნდა გავბრაზდეთ.

ყველამ იცის, რა კლასის გუნდების წინააღმდეგ ვთამაშობთ. როცა შეცდომას უშვებ, ეს უსიამოვნოა. ზოგჯერ სიფხიზლეს ვკარგავთ, როდესაც თამაში ჩვენი კარის მიმართულებით მიდის.

წარმატების მისაღწევად ყველაფერს ვაკეთებთ, მაგრამ როცა აგებ, ეს არც ისე სასიამოვნოა“, – განაცხადა მილანოვმა.