GEO11-ისა და „ბარსელონას“ ლეგენდების მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი სამ ქვეყანაში გადაიცემოდა #1TVSPORT
19 მაისს თბილისში გამართული ლეგენდების სერიის მეორე მატჩი GEO11-ისა და „ბასელონას“ ლეგენდებს შორის მედიის ჩართულობის მხრივაც გამორჩეული იყო – ინფორმაციას მატჩის ორგანიზატორი Sports Orient-ი ავრცელებს.
„მატჩის საერთაშორისო მედიაპარტნიორი მსოფლიოში ყველაზე დიდი საფეხბურთო პლატფორმა, „433“ გახლდათ. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის პირდაპირი რეპორტაჟი, საქართველოს გარდა, ესპანეთში, აზერბაიჯანსა და სომხეთში გადაიცემოდა.
ამას გარდა, მატჩი ადგილიდან გააშუქეს საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებმა და კონტენტის შემქმნელებმა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. მადლობას ვუხდით თითოეულ მათგანს ჩვენს პროექტში მონაწილეობისთვის“.