Geo Team - გურამ კაშია და ნიკა კვეკვესკირი, შესაძლოა, ევრო 2025-ზე რამაზ სვანაძის სამწვრთნელო შტაბს დაემატონ #1TVSPORT
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს, ევროპის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე რამაზ სვანაძის სამწვრთნელო შტაბს დაემატონ – საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ ეს სურვილი Geo Team-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გაამჟღავნა.
„რამაზ სვანაძე არის ძალიან მაგარი მწვრთნელი, ევროპის ჩემპიონატზე ჩვენს შეკრებაზე იყო. მე და ნიკა კვეკვესკირს სურვილი გვაქვს, ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატზე რამდენიმე დღე მის სამწვრთნელო შტაბში გავატაროთ, ამის შესახებ ფედერაციასთან მოლაპარაკება უკვე დაწყებულია.
თუ ეს ვერ შევძელით, აუცილებლად დავესწრები სლოვაკეთში თამაშებს გულშემატკივრის სტატუსით. პრიორიტეტია, ხელი არავის შევუშალოთ, მათ ნებისმიერ გადაწყვეტილებას პატივს ვცემთ“, – განაცხადა გურამ კაშიამ.
აღნიშნულ ინტერვიუშში, საქართველოს ნაკრების კაპიტანი ადასტურებს, რომ კარიერის დასრულების შემდეგ ის და ნიკა კვეკვესკირი სამწვრთნელო კარიერას დაიწყებენ.