გენუის ტრაგედია ამხანაგური მატჩისას გაიხსენეს
Italy v Ukraine - Friendly Giorgio Chiellini of Italy and Mykyta Burda of Ukraine applauding during the minute of silence in memory of the Genoa bridge collapse victims during the first half at Ferraris Stadium in Genoa, Italy on October 10, 2018 (Photo by Matteo Ciambelli/NurPhoto via Getty Images)
10 ოქტომბერს, იტალიასა და უკრაინას შორის მიმდინარე ამხანაგური მატჩის დროს, ფეხბურთელებმა და გულშემატკივრებმა მიმდინარე წლის აგვისტოში მომხდარი ტრაგედიის მსხვერპლთ მიაგეს პატივი.
მატჩი გენუაში გაიმართა, სწორედ იმ ქალაქში, სადაც საავტომობილო ხიდის ჩამონგრევის შედეგად 43 ადამიანი დაიღუპა და ათობით – დაშავდა.
დაღუპულების პატივსაცემად, მატჩი 43-ე წუთზე შეჩერდა და ერთი წუთის შემდეგ გაგრძელდა.
შეგახსენებთ, რომ ამხანაგური დაპირისპიდება ფრედ, 1-1 დასრულდა, რაც იმას ნიშნავს, რომ იტალიამ ზედიზედ მეხუთე მატჩი ვერ მოიგო საკუთარ კედლებში.