„გენტმა“ ჩაკვეტაძის ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა - ნახეთ და ისიამოვნეთ (ვიდეო)

ბელგიის პირველი დივიზიონის „გენტმა“ გიორგი ჩაკვეტაძის ვიდეოკოლაჟი გამოაქვეყნა, სადაც საქართველოს ნაკრების შემტევ ნახევარმცველს ქართველ მესით მოიხსენიებს.

„გიორგი ჩაკვეტაძე – ქართველი მესი – ეპიზოდები და გოლები. საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრის, გიორგი ჩაკვეტაძის ყველზე გასაოცარი გოლები და ეპიზოდები „გენტსა“ და საქართველოს ნაკრებში. მისი გასაოცარი ტალანტისა და ფანტასტიკური მოძრაობების გამო თქვენ შეგიძლიათ ჩაკვეტაძე მესის შეადაროთ – რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. ნახეთ და ისიამოვნეთ!“ – ასეთი ტექსტი „გენტის“ მიერ გავრცელებულ ვიდეოს.