„გენტის“ ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე - ვიცით, რომ მას „ბარსელონა“ დააკვირდება
„გენტის“ ოფიციალური გვერდი ჩაკვეტაძეზე - ვიცით, რომ მას „ბარსელონა“ დააკვირდება

ბელგიური „გენტი“, სადაც საქართველოს 19 წლის შემტევი ნახევარმცველი თამაშობს, კატალონიური გრანდის დაინტერესებას არ მალავს და ოფიციალურ გვერდზე ინფორმაციას აქვეყნებს.

„ის ამბავი, რომ „ბარსელონა“ გიორგი ჩაკვეტაძეს ანდორასთან შეხვედრისას დააკვირდება, უკვე ვიცოდით“, – წერია ბელგიური კლუბის „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე.

კლუბმა წერილი იმ მოთამაშეებს მიუღძვნა, რომლებიც საერთაშორისო სანაკრებო შეხვედრებზე გამოიძახეს და მათ შორის ქართველიცაა ნახსენები.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებისა და „გენტის“ შემტევი ნახევარმცველით „ბარსელონას“ დაინტერსების თაობაზე ინფორმაცია გუშინ ესპანურმა მედიამ გაავრცელა.

ანდორასა და საქართველოს დაპირისპირება ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე–5 ტურის მატჩში დღეს გაიმართება. შეხვედრა 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.