„გენტის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძის ტრავმა მძიმე არაა და მის დაბრუნებას მოუთმენლად ველი 
„გენტის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძის ტრავმა მძიმე არაა და მის დაბრუნებას მოუთმენლად ველი 

„გენტმა“, სადაც საქართველოს ნაკრების ორი ფეხბურთელი თამაშობს, მორიგი საკონტორლო მატჩი საფრანგეთის ლიგა 1-ის „მეცთან“, გასვლაზე ჩაატარა და მეტოქე დიდი ანგარიშით დაამარცხა.

პირველ ტაიმში ფრანგების კარში ორი გატანილი გოლით უკრაინის ნაკრების თავდამსხმელმა რომან იარემჩუკმა გამოიჩინა. მეორე ნახევარში მისმა თანამემამულე იგორ პლასტუნმა კუთხურიდან მოწოდებული ბურთით „მეცის“ კარი მესამედ აიღო და და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 3:0 „გენტის“ სასარგებლოდ.

შესვენების შემდეგ იარემჩუკი გიორგი ქვილითაიამ შეცვალა, გიორგი ჩაკვეტაძეს კი ტრავმის გამო არ უთამაშია. საქართველოს ნაკრების შემტევის პრობლემაზე მატჩის შემდეგ გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ჯეს ტორუპმა ილაპარაკა.

„მას მუხლის მსუბუქი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ სურათი გადაუღეს და დადებითი პასუხი მივიღეთ, რომ ტრავმა მძიმე არაა. მომავალ კვირას მოედანზე მის დაბრუნებას მოუთმენლად ველი, როდესაც „ანტვერპენს“ დავუპირისპირდებით,“ – განუცხადა ტორუპმა „ლაასტე ნიუსთან“ (hln.be) ინტერვიუში.

დატოვე კომენტარი