„გენტის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძე ვარჯიშობს და შესაძლოა, კიეველებთანაც ითამაშოს
„გენტის“ მწვრთნელი - ჩაკვეტაძე ვარჯიშობს და შესაძლოა, კიეველებთანაც ითამაშოს

საბედნიეროდ, გიორგი ჩაკვეტაძის ტრავმა სერიოზული არ გამოდგა და 20 წლის ქართველმა ფეხბურთელმა ვარჯიში განაახლა – ამის შესახებ „გენტის“ მწვრთნელმა ვიმ ვან დეკერენმა განაცხადა.

„გასულ კვირას „რაპიდთან“ შეხვედრისას გიორგიმ კუნთი დაიზიანა, მაგრამ მან ვარჯიში უკვე განაახლა და შესაძლოა, ოთხშაბათს კიევის „დინამოსთანაც“ ითამაშოს. ამის შესახებ ხვალ უფრო მეტს გავარკვევთ,“ – თქვა ვიმ დე დეკერმა პრესკონფერენციაზე.

ჩემპიონთა ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე, ვენის „რაპიდთან“ მატჩის (2:1) დროს საქართველოს ნაკრების იმედმა პენალტი მოიპოვა, რომლის შემდეგაც ბელგიელებმა მეორე გოლი გაიტანეს, მაგრამ გიორგი ჩაკვეტაძემ თამაშის გაგრძელება ვეღარ მოახერხა და მოედანი დატოვა.

თავიდან გამოითქვა ვარაუდი, რომ ჩაკვეტაძისთვის სეზონი დასრულებული იყო, რადგან ვარაუდობდნენ, რომ აქილევსის მყესი გაიწყვიტა. საბედნიეროდ, დაზიანება მსუბუქი აღმოჩნდა, მაგრამ გიორგის მოედანზე დასაბრუნებლად კიდევ უფრო ცოტა დრო დასჭირდა, ვიდრე ვარაუდობდნენ – თავიდან ითქვა, რომ ვარჯიშს 2-3 კვირაში განაახლებდა.

ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში „გენტი“ კიევის „დინამოს“ შეხვდება. მატჩი 23 სექტემბერს ბელგიაში „გელამკო არენაზე“ გაიმართება.