„გენტის“ მთავარი მწვრთნელი - ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე გადაჭარბებული მღელვარება იყო
„გენტის“ მთავარი მწვრთნელი - ჩაკვეტაძის მდგომარეობაზე გადაჭარბებული მღელვარება იყო

„გენტის“ მთავარი მწვრთნელი ჰაინ ვანჰეზებროკი კმაყოფილია, რადგან მალე გუნდში ტრავმირებულები დაბრუნდებიან და შეიძლება პრობლემები მათ შორის საუკეთესოების შერჩევამ გამოიწვიოს, – ამის შესახებ ინფორმაციას ბელგიური გამოცემა nieuwsblad ავრცელებს.

ბელგიური გამოცემა გიორგი ჩაკვეტაძის იმედისმომცემ დაბრუნებასაც შეეხო, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მის მდგომარეობასა და ქართველის გარემოცვაზე ილაპარაკა.

„სავარაუდოდ, მალე მოედანს დაუბრუნდებიან ვადის ოჯიჯი, ტარიქ ტისუდალი და გიორგი ჩაკვეტაძე და ალბათ, მათ მალე თამაშის საშუალებაც ექნებათ. საქმე ისაა, რომ „გენტის“ ლაზარეთში მდგომარეობა გაუმჯობესდა და გუნდის მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ალეკსანდრ დე ბრუინის, იგორ პლასტუნისა და ჩაკვეტაძის დაბრუნებით, განკარგულებაში კიდევ უფრო ძლიერი გუნდი ეყოლება. ამას დაამატეთ ვადისის ოჯიჯა-ოფოეს და ტარიკ ტისუდალი და მიხვდებით, რომ „გენტის“ ძირითადში კონკურენცია საგრძნობლად გაიზრდება“, – წერს nieuwsblad.

„გენტის“ მწვრთნელმა კი კომენტარი გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე გააკეთა, რომელმაც რამდენიმე თვიანი ტრავმის შემდეგ, „გენტის“ რეზერვისტების გუნდში „მუსკრონთან“ ამხანაგურ მატჩში 45 წუთი შესანიშნავად ჩაატარა.

„ეს მხოლოდ დასაწყისია. ის დიდი ხანი აღარ თამაშობდა, რასაც ფეხბურთელისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს. პირველი მატჩის შემდეგ მას არანაირი უარყოფითი გამოვლინებები არ აწუხებს და იმედი გვაქვს, რომ გიორგის მიმდინარე სეზონში საქმეში ვნახავთ”, – აცხადებს ჰაინ ვანჰეზებროკი.

„გენტის“ მწვრთნელმა ქართველის უიღბლობის გარდა, მისი უთამაშებლობის სხვა მიზეზებად მისი გარემოცვა დაასახელა: „პირადად მისთვის ეს მატჩი კარგი იყო, განსაკუთრებით ტრავმების გამო წარმოქმნილი ეჭვების გამო. ამის გამო მღელვარება მედიაშიც იყო და ჩაკვეტაძის გარემოცვაც ამბავს ძალიან აზვიადებდა. ყველა ყველაფერს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს. დიახ, ეს ძირითადად მისი გარემოცვიდან მოდიოდა. მაგრამ ჩვენ წესრიგში მოვიყვანეთ”.