„გენტის“ მეკარე - ყველაზე მეტად ქვილითაიას უჭირს
„გენტის“ მეკარე - ყველაზე მეტად ქვილითაიას უჭირს

გიორგი ქვილითაიას და გიორგი ჩაკვეტაძის თანაგუნდელმა, „გენტის” მეკარე ტომას კამინსკიმ ბელგიურ გამოცემა „ნიუსბლადთან“ ინტერვიუში გაამხილა, რომ ფეხბურთელები გუნდის ბაზაზე მაინც იკრიბებიან, მაგრამ სიფრთხილის დაცვით ვარჯიშობენ.

„კლუბის ბაზაზე ერთი საათით მივდივარ, მეკარეების მწვრთნელთან რომ ვივარჯიშო. მოთამაშეებს, რომლებიც კომპლექსთან ახლოს ცხოვრობენ, ვარჯიში შეუძლიათ. მაგრამ წინასწარ ვათანხმებთ, რომ ერთბაშად ძალიან ბევრი არ მივიდეთ. ამ დროს, სოციალური დისტანციის დაცვა გადამწყვეტია და ამ მანძილს ყოველთვის ვიცავთ“ – ამბობს „გენტის“ მეკარე.

ტომას კამინსკიმ გიორგი ქვილიათაიზეც ისაუბრა: „ბაზაზე ოვუსუ, ნგადეუ და ქვილითაია ვარჯიშობენ. ისინი მოედნის სხვადასხვა კუთხეში დგებიან და ისე იტვირთებიან. ერთმანეთს შორიდან ვესალმებით და ასე ვლაპარაკობთ. ახლა ქვილითაიას ყველაზე მეტად უჭირს, მისი სამშობლო საქართველო კარანტინშია და ოჯახიდან შორსაა. ამიტომ, ზოგჯერ მის წინააღმდეგ PlayStation-ს ვთამაშობ. ქვილითაიას დამარცხება უფრო ადვილია, ვიდრე ჩემი ძმის.“