„გენტი“ ოთხ მოთამაშეს უშვებს - ჩაკვეტაძის საკითხი წყდება #1TVSPORT
„გენტი“ ოთხ მოთამაშეს უშვებს - ჩაკვეტაძის საკითხი წყდება #1TVSPORT

ბელგიურმა გამოცემა „ვოეტბალკრანტმაჯუპილერლიგის გუნდების სავარაუდო ტრანსფერებზე წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ შესაძლოა, „გენტი“ ოთხმა მოთამაშემ დატოვოს, მაგრამ ვიხილავთ თუ არა გიორგი ჩაკვეტაძეს ახალ კლუბში, ეს მალე გაირკვევა.

„ცნობილი გახდა, რომ „გენტს“ ოთხი ფეხბურთელის გაშვება სურს და კონკურენტი გუნდებიდან ძლიერი მოთამაშის დამატებას შეეცდება. შესაძლოა, ზამთარი „გენტისთვის“ ტრანსფერებით საინტერესო და დატვირთული იყოს. საქმე ეხება როგორც მოთამაშეთა დამატებას, ასევე, გაშვებას. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბაიოშარლერუაში“ უკვე იჯარით გაუშვეს. ამავე დროს, შესაძლოა, კლუბი ბოტაკამ, მბოიომ და დე ბრეინმაც დატოვონ. გამოსავალს ეძებენ ჩაკვეტაძის შემთხვევაშიც“, – ამტკიცებს ბელგიური გამოცემა.

ამავე დროს, „ვოეტბალკრანტი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ ოთხეულის გაშვება დაცვაში არსებული პრობლემის მოსაგვარებლად სჭირდებათ, მაგრამ არაფერი წერია, რომ მცველს ქართველის ნაცვლად იმატებენ. არადა, საქართველოში სწორედ ასეთი ინფორმაცია გავრცელდა.

„გუნდი ცენტრალურ მცველზე ფიქრობს – ეს იმიტომ, რომ მაიკლ ნგადეუ აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში მიდის. ჩვენთვის კი ცნობილია, რომ ემანუელ აგბადუეუპენიდან“ „გენტის“ სავარაუდო შენაძენების სათავეში ფიგურირებდა, მაგრამ მან ახლახან გუნდთან კონტრაქტი 2025 წლამდე გაახანგრძლივა. ასე რომ, მისი დამატება იაფი არ დაჯდება“, – წერია ბელგიურ გამოცემაში.