გენტი ბელგიის თასს ვერ შეწვდა - ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა, ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო
გენტი ბელგიის თასს ვერ შეწვდა - ქვილითაიამ შეუცვლელად ითამაშა, ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო
ბელგიური გენტი ქვეყნის თასის ფინალში ბრიუსელის კინგ ბოდუენის სტადიონზე მეხელენს დაუპირისპირდა და ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო.
 
ქართველების გუნდისთვის თამაში კარგად დაიწყო – გენტმა ანგარიში 32-ე წუთზე გახსნა. შეტევაში, რომელიც მამადუ დიარა დომპემ დააგვირგვინა, გიორგი ქვილითაიაც მონაწილეობდა. ქართველი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მეხელენმა წონასწორობა მალე აღადგინა: 38-ე წუთზე გენტის კარი ნიკოლა შტორმმა აიღო, ხოლო 62-ე წუთზე გერმან მერამ მეხელენი დაააწინაურა 2:1.
ქვილითაიას გატანის რამდენიმე შანსი ჰქონდა. 79-ე წუთზე მეკარეს მისი თავური დარტყმის მოგერიება არ გასჭირვებია. საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი კარის აღებას მაკრატელათიც ცდილობდა, გატანა დამატებულ წუთებზეც შეეძლო და გენტის ბოლო შეტევის დაგვირგვინებასაც ცდილობდა. მაგრამ მიზანს მაინც ვერ მიაღწია.
საბოლოოდ, მეხელენმა 2:1 მოიგო და ბელგიის თასს დაეუფლა. გენტის განაცხადში არ იყო გიორგი ჩაკვეტაძე – 19 წლის ქართველი შემტევი ტრავმირებულია და მალე მუხლზე ოპერაციას გაიკეთებს.
დატოვე კომენტარი