გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა
გენო პეტრიაშვილმა ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრთაგან გენო პეტრიაშვილი პირველია, რომელმაც გუნდს ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების პირველი ლიცენზია მოუტანა.

საქართველოსთვის ეს ლიცენზია მეოთხეა.

ამ დროისათვის ოლიმპიური თამაშების საგზური აქვთ ტყვიის მსროლელ ნინო სალუქვაძესა და ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეებს – გიორგი მელიასა (97კგ) და იაკობ ქაჯაიას (130კგ).

დღესვე ლიცენზიის მოპოვებას მხატვრული ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა შეეცდება, რომელიც ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე მრავალჭიდის ფინალში იასპარეზებს.