გენო პეტრიაშვილმა რუსეთში საერთაშორისო ტურნირი „ალანები“ მოიგო [ვიდეო]
გენო პეტრიაშვილმა რუსეთში საერთაშორისო ტურნირი „ალანები“ მოიგო [ვიდეო]

თავისუფალი სტილით ჭიდაობაში მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, გენო პეტრიაშვილმა (- 125 კგ), თავის ოქროს მედლების კოლექციას ერთიც შემატა. ტიტულოვანმა ქართველმა ფალავანმა, რუსეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირ „ალანებზე“ ფინალურ შეხვედრაშიც ბრწყინვალედ იასპარეზა და ირანელი ჯაბელ სადეზადეხი უშანსოდ – 10:1 დაამარცხა.

პირველი პერიოდი გენომ 4:0 მოიგო, რასაც მეორის დასაწყისში კიდევ სამი ქულა შემატა და 7:0 დაწინაურდა. ამის შემდეგ გორელ ოლიმპიურ პრიზიორს, შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა აღარ გასჭირვებია და საბოლოდ მეტოქე, როგორც უკვე აღვნიშნეთ 10:1 გაანადგურა.

პეტრიაშვილის მსგავსად დღეს ფინალურ შეხევდრებში იასპარეზეს, ბექა ლომთაძემ (61 კგ)  და ავთანდილ კენჭაძემაც (74კგ), თუმცა სამწუხაროდ ორივე მათგანი ვერცხლის მედალს დასჯერდა.

გადამწყვეტ შეხვედრაში ბექა ლომთაძე, რუს რამაზან ფერზალიევთან საფინალო სირენამდე 20 წამით ადრე 3:2 იგებდა, თუმცა დარჩენილ დროში, მეტოქემ ორი ქულა მოიპოვა და შედეგად ქართველმა სპორტსმენმა შეხვედრა 3:4 დათმო.

მსაჯების მორიგი უსამართლობის გამო დასჯერდა ვერცხლს ავთანდილ კენჭაძე. 23-წლამდელტა შორის მსოფლიოს მოქმედმა ჩემპიონმა, „ალანების“ ფინალური შეხვედრის ბოლო წამებზე, რუს ტიმურ ბიჟოევთან გამარჯვების მომტანი ქულა აიღო, რაც არბიტრმაც და ტაბლომაც დააფიქსირა, თუმცა შემდეგ მსაჯებმა გაუგებარი მიზეზების გამო გადაწყვეტილება შეცვალეს და ოქროს მედალი რუს მოჭიდავეს დაუტოვეს.

შეგახსენებთ რომ ხსენებული 23-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში, ავთანდილ კენჭაძემ სწორედ ნახევარფინალში სწორედ ბიჟოევი დაამარცხა.

დატოვე კომენტარი